ავტორი:

იგეგმება თუ არა საქართველოში რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნა - არჩილ თალაკვაძის კომენტარი

იგეგმება თუ არა საქართველოში რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნა - არჩილ თალაკვაძის კომენტარი

სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი მუშაობს დეოკუპაციისთვის, მუშაობს რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და არანაირად მათ გეგმებში არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა რაიმე სახით თბილისში ან საქართველოს რეგიონებში.

"მე არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია რომ რაიმე ცენტრის გახსნა იგეგმება. მით უმეტეს, მინდა 100 პროცენტით დაგარწმუნოთ, რომ ასეთი გეგმა არ აქვს არც ერთ სახელისუფლებო სტრუქტურას და პოლიტიკურად ჩვენი კურსი ცნობილია. ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვის, ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, არანაირად ჩვენს გეგმებში არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა რაიმე სახით თბილისში ან საქართველოს რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც გათავისუფლება და დარწმუნებული ვარ, 21-ე საუკუნეში ამ დროსთან და ამ განვითარებასთან შეუთავსებელი მავთულხლართის კედლებიც მალე დაიშლება და ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება",- განაცხადა თალაკვაძემ.

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება