ავტორი:

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ახალ ზელანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეროვნული ოპერაციების შტაბის კომისრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების კუნძულზე შეყვანა ვერ ხერხდება.

„ამ ეტაპზე, ძალიან სახიფათოა პოლიციისა და მაშველთათვის კუნძულზე ყოფნა. ის მთლიანად ვულკანური წარმონაქმნებით არის დაფარული. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება“,- ამბობს ჯონათან თიმსი.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე, თუმცა ოფიციალური პირების ცნობით, მათი რაოდენობა დაახლოებით 50-ია.

როგორც ცნობილია, მაშველებმა 23 ადამიანის კუნძულიდან გაყვანა მოახერხეს. დანარჩენთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს - გაიცანით სანა მარინი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა

"მის სამყარო 2019" სამხრეთ აფრიკელი გოგონა გახდა - ქართველი და უცხოელი ლამაზმანების ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და მამაკაცები ერთი შესასვლელით ისარგებლებენ