ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ ტენიანობას? - ყველაფერი, რაც საფენის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ ვებრძოლოთ ტენიანობას? - ყველაფერი, რაც საფენის შესახებ უნდა იცოდეთ

თუ ჩავთვლით, რომ ბავშვი დაახლოებით 2,5 წლის მანძილზე ხმარობს საფენს და ყოველდღიურად 8-ჯერ ვუცვლით, წლის განმავლობაში მას 2 920 საფენი სჭირდება, სრულად 2,5 წლის განმავლობაში კი - 7 300 ცალი. მიღებული ციფრები მცირე ნამდვილად არაა, სწორედ ამიტომ საფენის შერჩევის დროს მშობელს დიდი ყურადღება მართებს. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ საფენის მავნებლობაზეც, თუმცა რეალურად ეს ეხება უხარისხო საფენს. პრობლემები რომ არ შეგექმნათ გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას საფენის შერჩევასთან, შენახვასა და მოხმარებასთან დაკავშირებით.

დღის განმავლობაში რამდენჯერ უდნა გამოვუცვალო ბავშვს საფენი?

პირველი თვეების განმავლობაში 24 საათში დაახლოებით 10-ჯერ მოგიწევთ საფენის შეცვლა. უნდა გამოუცვალოთ ის მიუხედავად იმისა, ძალიან სველი იქნება თუ არა. სასურველია,რომ საფენი გამოუცვალოთ: ყოველი ჭამის წინ, ძილის წინ, გაღვიძების შემდეგ და სახლიდან გაყვანის წინ. 3 თვიდან 6 თვემდე ბავშვს საფენი 4-5 საათში ერთხელ გამოუცვალეთ. უფრო დიდს კი საჭიროების მიხედვით. თუმცა 6 საათზე უფრო დიდი ხნით დღისით საფენი არ გაუჩეროთ.

ზედმეტად ხშირად გამოცვლა რომ არ მოგიწიოთ, შეარჩიეთ ისეთი საფენი, რომელიც დასველების დროს ფერს იცვლის და მიგანიშნებთ, რომ გამოცვლის დროა. მაგალითად ასეთია იაპონური საფენი „მერისი“, რომლის ყვითელი ზოლიც დასველების დროს ლურჯი ხდება.

როგორ შევარჩიო საფენი?

საფენის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა მოლოდინი გაქვთ მისგან. მშობლების მთავარი მოთხოვნა არის უსაფრთხოება. საფენმა ბავშვის კანი არ უნდა გააღიზიანოს და გააწითლოს. გარდა ამისა, შეწოვის კარგი უნარი და მარტივად შეკვრა-გახსნა არის ის მახასიათებლები, რომელსაც მშობლები საფენისგან ელიან. ასევე საინტერესოა, რას ელიან ბავშვები საფენისგან? ამ შემთხვევაში პასუხი ცალსახაა - კომფორტს. პატარა 24 საათის განმავლობაში საფენს ატარებს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კომფორტულად იყოს მაშინ როდესაც ჭამს, ძინავს თუ თამაშობს.

თითოეული ეს კრიტერიუმი იაპონური საფენის „მერისის“ მაგალითზე განვიხილოთ. ამ ბრენდის პროდუქციის მთავარი მახასიათებელი მისი განსაკუთრებული სინაზეა. საფენი 3 ფენიანი ჰაერგამტარი სისტემისგან შედგება. პირველი ფენა შედგება მსუბუქად ტალღოვანი ბადისგან, რომელიც კანს დასველებისგან იცავს და ქმნის დამცავ ბარიერს კანსა და საფენს შორის. მეორე ფენა არის მთავარი ფენა, რომელიც სითხეს შთანთქავს. მესამე ფენა არის სრულიად ჰაერგამტარი და ის გარეთ უშვებს ტენიანობასა და სიმხურვალეს. „მერისის“ საფენები ისეა შექმნილი, რომ პატარას ტანს იდეალურად მოერგოს და ჩვილმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

საფენები სად უნდა შევინახო?

საფენები უნდა შეინახოთ ისეთ ადგილზე, სადაც არც ზედმეტი სითბოა და არც ტენიანობა. მაქსიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 30 გრადუსი. სასურველია, მოარიდოთ სუნამოებსა და მძაფრი არომატის შემცველ პროდუქციას.

როგორ ვებრძოლოსთ ტენიანობას?

მოშარდვის დროს ბავშვის საფენში ტენიანობა 80%-ს აჭარბებს. ზედმიეტი ტენიანობა კი კანის დანაოჭებას და შედეგად მის გაღიაიზანებას იწვევს. სწორედ ამიტომ საფენის გამოცვლის დროს აუცილებელია, რომ კანის სრულად გაშრობას დაელოდოთ. ასევე, სასურველია თუ საფენის გამოცვლის დროს გარკვეული პერიოდი პატარს უსაფენოდ ამყოფებთ და ამით კანს თავისუფლად სუთქვის საშუალებას მისცემთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ საფენის გამოცვლის დროს?

საფენის გაკეთების დროს ის აუცილებლად კომფორტულად უნდა მოარგოთ პატარას. გამოცვლის დროს საფენზე გამოსახულ აპილკაციას უნდა დააკვირდეთ და საფენის ფხრიწების სწორად გადაკვრა არ გაგიჭირდებათ. ეცადეთ ფხრიწების ადგილას პუდრი ან კრემი არ მოგიხვდეთ, რომ მათი წებოვნობა არ შესუსტდეს და საფენი არ გაიხსნას.

გამოცვლის დროს პატარა უნდა დავაწვინოთ ზურგზე, ავუწიოთ ორივე ფეხი, კარგად გავუსწოროთ საფენი, გავშალოთ საფენის გვერდითა ბარიერები, თორემ აუცილებლად გამოჟონავს სითხე, შევუკრათ საფენი მუცელთან ისე რომ ორი თითი ეტეოდეს საფენსა და მუცელს შორის.

უსაფრთხოების რაიმე ზომების დაცვა აუცილებელია?

ბავშვებს ხშირად უყვართ საფენებით თამაში. თუმცა მისი პირში ჩადება რეკომენდებული არაა. მიიღეთ სპეციალური ზომები, თუ პატარა საფენს დაღეჭავს. აუცილებლად გადააგდეთ ყველა საფენი, რომელიც გაიხევა.

კიდევ რა უნდა გავითვალისწინო საფენის შერჩევისას?

საფენის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი მწარმოებელი ბრენდის ღირებულებები. მაგალითად, „მერისის“ სლოგანი არის - „ჩვენ გვჯერა, რომ მხიარული დრო, რომელსაც მხიარული ბავშვები და მხიარული ჩვილები ერთად ატარებენ, ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.“ ეს არის იაპონური ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის საფენი, რომლის სახელიც ინგლისური სიტყვიდან merry (მხიარული) მოდის. მისი სლოგანიც არის smile, smile. ბავშვის ღიმილი მისი ბედნიერებისა და კომფორტულად ყოფნის ნიშანია. „მერისი“ 1983 წლიდან აწარმოებს პროდუქციას, რომელიც სწორედ მათ ღიმილზე, ნაზ კანსა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ლოგო არის ჩვილის საწოლის ფორმის, რაც ბავშვის მშვიდად ძილის სიმბოლოა. მას გულის ფორმაც აქვს, რაც მშობლის შვილისადმი სიყვარულს გამოხატავს. თითოეული ეს წვრილმანი საბოლოოდ ქმნის პროდუქტს, რომელიც თანაბრად უყვართ მშობლებსაც და შვილებსაც. ზოგადად, დეტალების მიმართ ყურადღება იაპონელების განსაკუთრებული თვისებაა. საწარმოში ძალა და ენერგია არ იხარჯება იმისთვის, რომ ბავშვის დელიკატური კანი მაქსიმალურად დაცული იყოს. მუდმივი ინოვაციების დანერგვა ხდება წარმოებში, რომ პროდუქტი მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო იყოს. საწარმოში მუდმივად ტარდება კვლევები, რომლებიც დერმატოლოგები და პედიატრები არიან ჩართული. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ის პროდუქცია, რომელიც ბავშვის კანისთვის უსაფრთხოდაა მიჩნეული. ტარდება ინტენსიური ბაზრის კვლევები პროდუქტის უსაფრთხოების, ხარისხისა და მიმღებლობის მიმართ.კომპანია სამ საწარმოს ფლობს, თუმცა წარმოების ტექნოლოგია და ხარისხის კონტროლი ყველგან ერთნაირია, სწორედ ამიტომ თითოეული საფენის ხარისხი გარანტირებულად მაღალია.

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი გთავაზობთ 50%-იან ქეშბექ აქციას ზამთრის საბურავებზე

კონტეინერი იხსნება!