ავტორი:

"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე უამრავი ვეტერანის" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯართან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის „ღია გამოხატულება იმისა, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი, რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს“.

"გაყალბებული არჩევნების შედეგად ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი.

ეს არის აბსოლუტურად პირდაპირი გამოხატულება რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს. ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე, რომლებმაც ჩამოაგდეს ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არ გაუკეთებია არავის.

ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს. ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების.

ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების. რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში.

ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა ამას წინად აფრინა ჰააგაში მინისტრი წულუკიანი ერთადერთი თხოვნით, რომ დააჩქაროს ქართველი სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საერთაშორისო სასამართლომ, იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომელიც გადასცა ივანიშვილის დავალებით სუსმა და წულუკიანის უწყებამ. ეს ხალხი არის საქართველოს შეგნებული მტერი! საქართველოში აუცილებლად გათენდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

"სირცხვილია, რომ გიორგი ბარამიძე იყო ქვეყნის შს მინისტრი და დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს" - მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც მოთმინებით და პროფესიონალიზმით აღკვეთეს დესტრუქციული ქმედებები, ისინი გმირები არიან" - მდინარაძე