ავტორი:

თბილისში 11 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

თბილისში 11 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა

პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანას ითვალისწინებს

ტოიოტა ცენტრი თეგეტას სპეციალური შეთავაზება