ავტორი:

სად მიდის კადიროვი და ვინ შეცვლის ჩეჩნეთის ლიდერს დროებით?

სად მიდის კადიროვი და ვინ შეცვლის ჩეჩნეთის ლიდერს დროებით?

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, “არაშრომისუნარიანობის“ გამო, პოსტს დროებით ტოვებს და მმართველობას ჩეჩნეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, მუსლიმ ხუჩიევს გადააბარებს.

Кавказский Узел-ის ცნობით, კადიროვის ოფიციალური განცხადება, სადაც მისი შეუძლოდ გახდომა იყო განმარტებული, მოგვიანებით ყველა უწყების ვებ-გვერდიდან, შემდეგ კი, ინტერნეტსივრციდანაც გაქრა. გამოცემის ცნობით, ძნელი გამოსაცნობია რა გახდა, ჩეჩნეთის ერთპიროვნული მმართველის მხრიდან განცხადების გაკეთების, შემდეგ კი, მისი გაქრობის მიზეზი.

ჩეჩნეთის ლიდერმა მსგავსი განცხადება 2019 წლის თებერვალშიც გააკეთა, თუმცა, მალევე დაბრუნდა და მოსახლეობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აღსანიშნავია რომ, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა კადიროვს “დამსახურებების” გამო, რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა...

Новая газета-ს ცნობით, პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კადიროვი ტერორისტების განადგურების ოპერაციებში თავად მონაწილეობდა.

"ერთხელ ФСБ-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტბიკოვმა მიამბო, რომ “კადიროვცებმა” დახმარების გარეშე აღმოაჩინეს და გაანადგურეს რეგიონში ტერორისტები... მე ვუთხარი, კი მაგრამ ეს ხომ ავუკრძალე-მეთქი? მან მიპასუხა, მას ვერ შეაჩერებ, სულ იარაღზე უდევს ხელი... ასე რომ, მე მისთვის გმირის წოდებას ხელი უკვე მოვაწერე. მას შრომის გმირის წოდებაც ეკუთვნის, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს" - აღნიშნა პუტინმა.

"ასე დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებები სინამდვილეში რას ემსახურებოდა, პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებს. მთავარია, მოკლას და გაანადგუროს, ნაკლები ადამიანი - ნაკლები პრობლემა!... პუტინი ხომ თავის ფავორიტს ენდობა და რეგიონში მშვიდობის გარანტად მიიჩნევს? მთავარი ესაა" - წერს რუსული მედია.

ცნობისთვის, მუსლიმ ხუჩიევი, რომელიც რამზან კადიროვის “მარჯვენა ხელად” არის აღიარებული, 2018 წელს საქართველოში, კონკრეტულად, თბილისსა და ბათუმში იმყოფებოდა.

ხუჩიევი ჩეჩნეთში დიდი გავლენებით სარგებლობს. მისი კარიერა მოსკოვში ჟურნალისტობით დაიწყო - 1997 წელს, ტელეკომპანია РТР-ის კრიმინალური მიმართულების ჟურნალისტად მუშაობდა. 90-იანი წლების ბოლოს კი, კერძო კომპანიების მენეჯერობას შეუდგა.

2004 წელს ჩეჩნეთში დაბრუნდა და მალევე პრეზიდენტის აპარატი ჩაიბარა.

2007 წლიდან გროზნოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2012 წელს ქალაქის მერად დაინიშნა... 2015 წელს კადიროვმა ის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრად დანიშნა, თუმცა, მალევე მერის პოზიციაზე დააბრუნა.

2018 წლიდან ხუჩიევი ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეა.

რამზან კადოროვმა ერთგულ თანამშრომელს კარგი მუშაობისა და ერთგულებისთვის აჰმად კადიროვის სახელობის ჯილდოც გადასცა.

შეგახსენებთ, 15 იანვარს რუსეთის მთავრობა გადადგა. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიზანშეწონილად მიიჩნია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

საუდის არაბეთის პრინცესა აღმოსავლურ სრანდარტებს ანგრევს - ვინ არის დინა აბდულა, რომელიც Vogue-ს მთავარი რედაქტორი იყო

"თუ გოგონა მომწიფებულია, შეიძლება ძალით გაათხოვონ" - სომალი არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინებას აკანონებს

15 წლის ავღანელმა გოგონამ შინ შეჭრილი თავდამსხმელები დახოცა:  ვის ესროლა ნურიამ - თალიბან მებრძოლს, საკუთარ ქმარს თუ ორივეს?