ავტორი:

რატომ ახატია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ხელზე ხუთჯვრიანი დროშა?

რატომ ახატია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ხელზე ხუთჯვრიანი დროშა?

ტომ სტეიერი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც 2020 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატიული პარტიიდან“ მიიღებს მონაწილეობას.

უცხოურ მედიაში წერენ, რომ სტეიერი საინტერესო პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა. ჟურნალისტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ნახატმა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელის მტევანზე - სტეიერს ხუთი ჯვრის სიმბოლო აქვს დახატული.

პრეზიდენტობის კანდიდატის ტატუს ვრცელ სტატიას უძღვნის BBC და მიმოიხილავს იმას, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლო, ვინ იყენებდა და იყენებს მას.

ხუთი ჯვარი მე-13 საუკუნეში იერუსალიმის სამეფოს სიმბოლო გახდა. სამეფო კი, ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ შეიქმნა. არ არსებობს ერთი კონკრეტული თეორია ხუთჯვრიანი სიმბოლოს მნიშველობასთან დაკავშირებით, რომელზეც ყველა შეთანხმდებოდა.

არსებობს სხვადასხვა თეორიები, ერთ-ერთის მიხედვით, ის წარმოადგენს ქრისტესა და ოთხ სახარებას, ასევე ხუთ ჭრილობას ქრისტეს სხეულზე, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს კომპასის სიმბოლოა და ოთხ მხარეზე მიუთითებს.

BBC იმასაც აღნიშნავს, რომ ხუთჯვრიანი სიმბოლო 2004 წლიდან საქართველოს ეროვნულ დროშაზეა გამოსახული.

რატომ გადაწყვიტა ტომ სტეიერმა ხუთი ჯვრის სიმბოლოს ტატუირება?

გასულ წელს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ სტეიერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, BuzzFeed-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის შემდეგს ამბობდა:

"ეს ნიშნავს, რომ სიმართლე ნებისმიერ ფასად უნდა თქვა. როცა ამ ჯვრებს ყოველდღე ჩემს ხელზე ვხედავ, ვახსენებ საკუთარ თავს, რომ ყოველთვის ვთქვა სიმართლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჯვრების სიმბოლო იერუსალიმიდან იღებს სათავეს“, - ამბობდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი.

სტეიერის თქმით, სიმბოლო ნაწილ-ნაწილ დაიხატა, 2017 წლის იანვარსა და 2018 წლის მაისში.

პოლიტიკოსი ქრისტიანია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ღმერთი 30 წლის ასაკში იპოვნა, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, სარწმუნოებასა და მის ტატუს შორის კავშირი არ არის. სტეიერის თქმით, ეს მოხატულობა მხოლოდ მოტივაციაა, რომ ყოველთვის სიმართლე თქვას.

კიდევ ვინ იყენებს ხუთი ჯვრის სიმბოლოს?

ამ სიმბოლოს ასევე იყენებენ რასისტული დაჯგუფებები, რომლებიც თვლიან, რომ თეთრი ფერი მათი უპირატესობაა. როდესაც გასულ წელს ახალ ზელანდიაში, მეჩეთში 520 ადამიანი მოკლეს, ამ დაჯგუფებების წარმომადგენლები ქუჩებში გამოვიდნენ და თავიანთ ბანერებზე ჯვრის მსგავსი სიმბოლოები ჰქონდათ, ასევე ეწერათ ფრაზა - "ღმერთს ასე სურს“. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ჯვრის სიმბოლოს სახეცვლილი ვარიანტი იყო წარმოდგენილი

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა "ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ხელში იარაღი უჭირავს, ხოლო იარაღზე ხუთი ჯვრის სიმბოლოა დატანილი.

ტრამპი უმცროსმა ფოტო ამერიკელი სამხედროების მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ ატვირთა და საზოგადოებამ ეს ზეიმისა და შურისძიების სიმბოლოდ მიიღო.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

Nice day at the range. @rarebreedfirearms and @spikes_tactical adding a little extra awesome to my AR and that mag...🔥🤣🔥🤣🔥

A post shared by  Donald Trump Jr. (@donaldjtrumpjr) on <time style=" font-family:Arial,sans-serif; font-size:14px; line-height:17px;" datetime="2020-01-05T04:18:38+00:00">Jan 4, 2020 at 8:18pm PST</time>

ამერიკელი ისტორიკოსი დენ ჯონსი ამბობს, რომ ყველა სიმბოლოს თავისი კონტექსტი აქვს და მათ უბრალოდ არავინ იყენებს. ჯონსს თავადაც აქვს ხუთი ჯვრის ტატუ ხელზე. მისი თქმით, ეს მშვიდობის სიმბოლოა, თუმცა დღეს ადამიანები ძალადობის ნიშნად იყენებენ.

მაგალითად, ტრამპის ვაჟს ის სწორედ ძალადობის სიმბოლოდ აქვს გამოყენებული, რადგანაც ფოტო სოლეიმანის მოკვლის შემდეგ გამოაქვეყნა.

"ვაქცინის ფართომასშტაბიან წარმოებას მალე დავიწყებთ“  - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა