ავტორი:

კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა

კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა

კანადელმა ბიზნესმენმა ბრუს მაკკონვილმა 1 მილიონი დოლარი დაწვა, რადგანაც არ სურდა, რომ განქორწინების შემდეგ თანხა ცოლისთვის მიეცა. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საქორწინო კონტრაქტის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში, მაკკონვილს 1 მილიონის გადახდის ვალდებულება ჰქონდა. 55 წლის ოტაველმა ბიზნესმენმა მოსამართლეს თავდაპირველად უთხრა, რომ თანხა ხანძრის დროს დაეწვა, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ ფული თავად დაწვა, რადგანაც არ სურდა ყოფილი ცოლისთვის წილი მიეცა.

მოსამართლემ ბიზნესმენს არ დაუჯერა და სიმართლის გარკვევის მიზნით, მას 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ორი წლის წინ მაკკონვილი კანადის დედაქალის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც O Canada წერს, მერობის წარუმატებელ კანდიდატს ბრალად ედება მეუღლისგან მალულად ქონების გაყიდვა, თანხების დამალვა და მოსამართლის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

მაკკონვილმა მოსამართლეს თავდაპირველად უთხრა, რომ ცეცხლი ორჯერ გაჩნდა. პირველად 2019 წლის სექტემბერში, რა დროსაც 743 ათასი დოლარი, ხოლო მეორედ 2019 წლის დეკემბერში, როცა 298 ათასი დოლარი დაიწვა. ის არ ამბობს, თუ სად მოხდა ხანძარი. მისი თქმით, ორივე შემთხვევის დროს მარტო იყო და არავის დაუნახავს თუ როგორ "დაიფერფლა" მისი ფული.

ცოტა ხნის შემდეგ კი, მაკკონვილმა განაცხადა, რომ ფული თავად დაწვა.

"როგორ გაჩნდა ხანძარი?“ - ჰკითხა ბიზნესმენს მოსამართლეს, რაზეც მან მიუგო:

"მე დავწვი ის. როგორც წესი, ასე არ ვიქცევი ხოლმე, მე ძალიან მატერიალისტი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ძუნწი ვიყავი, სწორედ ამიტომაა, რომ 31 წელია წარმატებული ბიზნესი მაქვს,“ - თქვა მაკკონვილმა.

"მე თქვენ არ გენდობით და თქვენი არ მჯერა, არ ვფიქრობ რომ პატიოსანი ადამიანი ხართ“, - მიმართა მას მოსამართლემ.

ძუნწ ყოფილ ქმარს 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯა და ყოველდღიურად ყოფილი ცოლისთვის 2 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.

"კორონავირუსის პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს მზად" - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

უხანელი ექიმები თმას იპარსავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს