ავტორი:

მოსკოვში ნიღბიანმა მამაკაცმა საკვირაო ღვთისმსახურებისას ტაძარში ორი ადამიანი დაჭრა

მოსკოვში ნიღბიანმა მამაკაცმა საკვირაო ღვთისმსახურებისას ტაძარში ორი ადამიანი დაჭრა

მოსკოვში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მას შემდეგ, რაც მან მართლმადიდებლურ ტაძარში, საკვირაო ღვთისმსახურები დროს ორი ადამიანი დაჭრა.

„პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 16 თებერვლის დილას, ეკლესიაში შევიდა და ორი არამიანი დანით დაჭრა“, - განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ირინა ვოლკმა.

მამა კირილ სლადკოვის ინფორმაციით, თავდამსხმელს სათვალე და ნიღაბი ეკეთა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს ამ ეტაპზე ტერორიზმის კვალიფიკაცია არ აქვს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

შემთხვევა ბასმანის რაიონში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში მოხდა.

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს კორონავირუსით ინფიცირება ემუქრება? - რას ვარაუდობს ჯანმო-ს მრჩეველი

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე