ავტორი:

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი

საცხოვრებლად კანადაში გადასვლის შემდეგ, პრინც ჰარის მისთვის უჩვეულო საქმეების შესრულება უწევს. თუ აქამდე ჰარის საქმეში საყიდლებზე, პროდუქტებზე სიარული არ შედიოდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

როგორც ჩანს, პრინცს თავისი ახალი ვალდებულებები ძალიან მოსწონს და საქმესაც მშვენივრად ართმევს თავს.

ჰარი პაპარაცებმა ჯერ კანადის აეროპორტში დააფიქსირეს, სადაც ბარგი თვითონვე მიჰქონდა, ამჯერად კი, პროდუქტების მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ შენიშნეს. ერთ ხელში პრინცს პროდუქტებით სავსე ჩანთა ჰქონდა, მეორეში კი, სენდვიჩები.

პრინცი სუპერმარკეტის დატოვების შემდეგ დააფიქსირეს. ფოტოს ექსკლუზიურად www.tmz.com ავრცელებს

"როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან მოშივდა“ - წერენ სოციალურ ქსელებში ფოტოს კომენტარებში.

პრინცის ტრანსფორმაცია მის სამოსშიც შეინიშნება. სამეფო დრეს-კოდი მას კლასიკურად ჩაცმას ავალდებულებდა. მართალია, ჰარი ზოგჯერ ეტიკეტის წესებს არღვევდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოების წინაშე კლასიკური სამოსით ჩნდებოდა.

ჯინსი, კეპიანი ქუდი, სვიტერი ის ტანსაცმელია, რომლის ჩაცმაც აქამდე ეკრძალებოდა.

ახლა კი, როგორც ჩანს, თავისუფალი სტილის სამოსში ჰარი თავს კომფორტულად გრძნობს.გამოცემა instyle.com წერს, რომ ძველი პრინცისგან აღარაფერი დარჩა. რეპორტიორები, რომლებმაც სუპერმარკეტში პრინცი ნახეს, ყვებიან, რომ ის მარკეტში ერთადერთი მომღიმარი ადამიანი იყო, ბედნიერი გამომეტყველებით.

გამოცემა People წყაროზე დაყრდნობით გვიყვება, რომ ჰარი და მეგანი კანადაში გადასვლის შემდეგ, თავს ბედნიერად გრძნობენ. მათ მოსწონთ, რომ მშვიდად ცხოვრობენ, რომ პირად საქმეებს თავად აგვარებენ, კმაყოფილები არიან. მათ იპოვეს პირადი სივრცე, რომელიც ასე ძალიან აკლდათ დიდ ბრიტანეთში ცხოვრების დროს. ისინი არჩისთან ერთად ყოველ საღამოს სეირნობენ, დადიან იოგაზე. ამჯობინებენ, რომ სალხში და ერთმანეთის გვერდით დიდი დრო გაატარონ.

პრინცი ჰარი კანადაში ბრიტანეთიდან ერთი ჩანთით ჩავიდა

სანამ ჰარი და მეგანი განმარტოებული ცხოვრებით ტკბებიან, დედოფალმა ელისაბედმა წყვილს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული ჩამოართვა და ამ სტატუსის გამოყენება ოფიციალურად აუკრძალა.

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და პრივილეგიებზე უარი თქვეს. წყვილის სკანდალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თავისუფლება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურდათ. მათივე განცხადებით, დროის ნაწილს კანადაში, ნაწილს კი, დიდ ბრიტანეთში გაატარებენ.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემები წერდნენ, რომ წყვილის გადაწყვეტილებამ ძალიან გაანაწყენა დედოფალი ელისაბედი და ასევე, პრინცის ძმა, უილიამი, თუმცა საჯარო განცხადებებით მათ გაბრაზება არ გამოუხატავთ. საჯაროდ დედოფალმაც და ულიამმაც ჰარისა და მეგანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორ შეხვდნენ მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი სკანდალის შემდეგ ერთმანეთს პირველად  - შეხვედრის ამსახველი ფოტოები

ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად 2020-ის პირველი სუპერ მთვარე, რომლის პიკიც დღესაა  - "ჯანმრთელობის თემა ყველაზე საყურადღებო იქნება"

როგორი ჩაცმულები დადიან გოგონები სკოლაში და როგორ პირობებში უწევთ სწავლა - ფოტოები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან