ავტორი:

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ გაიყიდება - რას გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ გაიყიდება  - რას გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ, გაიყიდება.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ "პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.“

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში "ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს - "26 აპრილს ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება"

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

LIVE: 360 გრადუსი - ლადო პაპავა, აკაკი ბობოხიძე, ირაკლი კოვზანაძე