ავტორი:

"როდესაც თინა მინისტრად დაინიშნა, 2 თვეში ცუდი რამ დაუდგინეს, ეს ამბავი არავინ იცოდა" - დავით უსუფაშვილი ოჯახსა და ფინანსებზე

"როდესაც თინა მინისტრად დაინიშნა, 2 თვეში ცუდი რამ დაუდგინეს, ეს ამბავი არავინ იცოდა" - დავით უსუფაშვილი ოჯახსა და ფინანსებზე

დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ერთობლივი შემოსავალი წლების წინ, 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური ყოფილა. ამჟამად ოჯახში ერთადერთი შემომტანი ქალბატონია, თუმცა ამას წყვილის ჰარმონიული თანაცხოვრება არ დაურღვევია. ჯერ კიდევ ახალშეუღლებულებმა დადეს კონტრაქტი, რომლის პირობებსაც დღემდე ერთგულად ასრულებენ და ყველასგან ფარულად გადააქვთ არაერთი პრობლემაც...

მინიდოსიე

დავით უსუფაშვილი 1968 წლის 5 მარტს, სიღნაღში, სოფელ მაღაროში, ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. მშობლებს უმაღლესი განათლება ჰქონდათ (მამა მშენებელ-ინჟინერი, დედა მრეწველობის სპეციალისტი ყოფილა), პაპა და ბებია კი კოლმეურნეები. ფუფუნებაში არა, მაგრამ უზრუნველად გაზრდილა მომავალი იურისტი. მეუღლის, თინა ხიდაშელის გარდა, მის დეკლარაციაში მოხვდნენ ვაჟები - 19 წლის ალექსანდრე და 14 წლის გრიგოლი, ასევე, ბატონი დავითის სიდედრი, ზიზილა ურგებაძე.

- მართლაც უზრუნველად გავიზარდე - ბებია და პაპა მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ, შრომა უყვარდათ და ჩვენც, ბავშვებსაც, გვაჩვევდნენ. ბევრჯერ გაჰკვირვებიათ, როდესაც ჩამომითვლია, რისი კეთება შემიძლია: ვიცი ბოსტანში მუშაობა, ვენახის მოვლა-პატრონობა, გასხვლით დაწყებული, ყურძნის დაწურვით და ღვინის დაბინავებით დამთავრებული, ძროხის მოწველა და ყველის გაკეთებაც კი. ცხვრის ყველიც ამომიყვანია, რადგან პაპა მეცხვარეობასაც მისდევდა. გუდის ყველი ბევრს უყვარს, მაგრამ რა შრომა გიწევს, ეს ცოტამ თუ იცის. სახლშიც ბევრი რამის გაკეთება მეხერხება, ხელსაწყოები მაქვს და იშვიათად, რომ ხელოსანი გამოვიძახო.

მამა წლების განმავლობაში სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და სხვათა შორის, იმდროინდელი სისტემის ნაკლოვანებაც სწორედ მაშინ დავინახე. მაგალითად, როგორ ჩამოჰქონდათ რუსეთიდან სამჯერ მეტი მასალა, ვიდრე საჭირო იყო, და როგორ ხმარდებოდა რაიონის ბობოლების ბინების მშენებლობას. ყველა ვითომ 120 მანეთზე ცხოვრობდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. ამის გამო ჯერ კიდევ ბავშვს პროტესტი გამიჩნდა და პროფესიად იურისტობაც ამ მიზეზით ავირჩიე.

- პირველი ხელფასი როდის აიღეთ ან რაში დახარჯეთ, თუ გახსოვთ?

- 21 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. 1989 წელს შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც განთავსდა რუსთაველზე, პროფკავშირების ყოფილ შენობაში. სახალხო ფრონტიდან ერთ-ერთ კანდიდატად ვიყავი დასახელებული, თან ჩემს მეგობართან, ზაზა ნამორაძესთან ერთად დამხმარე სპეციალისტად ვმუშაობდი. ერთ დღეს გვითხრეს, ბუღალტერიაში ხელფასის ასაღებად შეიარეთო. მართლაც ავიღეთ, ოღონდ რამდენი, აღარ მახსოვს. იმავე შენობაში სასადილო თუ რესტორანი იყო, "გემო" ერქვა, მეგრულ კერძებს ამზადებდნენ, ნახევარი ხელფასი მე და ზაზამ იქ დავტოვეთ.

- როგორც დეკლარაციაში გაქვთ აღნიშნული, სიდედრი ზიზილა ურგებაძე თქვენთან ერთად ცხოვრობს.

- უფრო ადრე დავქორწინდით, თუმცა მე და თინამ, ფაქტობრივად, 2000 წელს დავიწყეთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მაშინ დღის წესრიგში დადგა საკითხი, სად გვეცხოვრა და როგორ. მე მქონდა ბინა რუსთავში, მამაჩემის ნაყიდი, თინას - მშობლების სახლი ორთაჭალაში, ჩვენი ქონება შევაერთეთ და ქალბატონი ზიზიც, ჩემი ერთადერთი სიდედრი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. თინას გარდა, მას სხვა შვილი არა ჰყავს, მეუღლე კი გარდაეცვალა და, ბუნებრივია, მარტო ვერ იცხოვრებს.

- რაც მთავარია, ხომ კარგად ეწყობით ერთმანეთს?

- შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს, სადღაც 2 თვეში გადავლახეთ სიძესიდედრობის ამბავი. ხშირად თინა ორივეს გვსაყვედურობს, თქვენ უფრო ხართ "კამანდა" ჩემს წინააღმდეგ, უკეთ უგებთ ერთმანეთსო.უსუფაშვილების მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს თინა ხიდაშელის სახელზე გაფორმებული 176 კვმ ბინა ფანასკერტელზე, ზიზილა ურგებაძის სახელზე გაფორმებული 120 კვმ სახლი საგარეჯოში, სოფელ ანთოკში 1000 კვმ მიწის ნაკვეთთან ერთად. ავტომანქანით მხოლოდ ოჯახის უფროსი სარგებლობს და დეკლარაციაში, ისევე როგორც ბინის, ავტომანქანის ფასიც არა აქვს მინიშნებული. "ლექსუსი" საკმაოდ ძველი, 13-14 წლის ავტომობილია, თავად დეკლარანტი კი ამ ბრენდის ფანია. ბევრს წვავს, მაგრამ გემრიელი მოსახმარია და ქალაქში სასიარულოდაც მოხერხებულიაო, ამბობს.

- ანთოკი ჩემი სიდედრის მშობლების სოფელია და ორივეს, მასაც და თინასაც, ძალიან უყვარს იქაურობა. ამ მხრივ გამიმართლა - სიდედრის და მეუღლის ბავშვობაც დაკავშირებულია ერთ სოფელთან და როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, საკითხს, სად წაგვეყვანა ბავშვები, მარტივად ვწყვეტდით. წლების წინ ეზოში ხეხილი დავრგეთ. ჩემი ბიჭები უკვე იმხელები არიან, რომ ბებიას ეხმარებიან და პატრონობენ იქაურობას.

- ბინა ფანასკერტელზე ერთად ყოფნის პერიოდში შეიძინეთ? დეკლარაციაში ქონების ღირებულება არ გიწერიათ.

- არ ვიცი, რატომ არ მიწერია ფასი, შემდეგი დეკლარაციისთვის გავითვალისწინებ, თუმცა ვინც დაინტერესდება, ადვილად გაიგებს და გამოიანგარიშებს ჩემი უძრავი ქონების საბაზრო ფასს. ბინა, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, ჩემი ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეარჩია და შეიძინა თინამ, 1999 წელს, როდესაც, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ბინები გავყიდეთ. რომ ჩამოვედი და ვნახე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ინფარქტის ნიშნები. ცარიელი კედლები დამხვდა, იატაკი სულ აყრილი იყო. თავში ხელები წავიშინე, ამას ჭკუაზე რა მოიყვანს-მეთქი? 2-3 წლის განმავლობაში ნელ-ნელა გავაკეთეთ.მერე გვერდით ერთოთახიანი ბინა იყიდებოდა და პირველად ჩვენ შემოგვთავაზეს, არ შეიძენთო? მაშინ ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და მაშინდელი ხელფასი მაძლევდა საშუალებას, კრედიტი ამეღო. ბანკის ვალი 5-6 წელიწადში გავისტუმრე, ეს 2 ბინა კი გავაერთიანეთ...წაიკითხეთ სრულად

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგონას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, ახლა დახმარება თავად სჭირდება

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე

ზურაბ ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის - "გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა"