ავტორი:

როგორია სწავლების თანამედროვე მეთოდები და საქართველოს რომელ უნივერსიტეტში ინერგება ის

როგორია სწავლების თანამედროვე მეთოდები და საქართველოს რომელ უნივერსიტეტში ინერგება ის

ბოლო ათწლეულებში განათლების სისტემაში განსაკუთრებული ცვლილება შეინიშნება. ეს არის ორი მიმართულების შერწყმა და ერთ სასწავლო პროგრამად ჩამოყალიბება. თითქმის ყველა საუნივერსიტეტო კურსი ძირითადი და მაინორ პროგრამებისგან შედგება. თუმცა ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი უნივერსიტეტი სრულიად ახალი მიდგომითა და ინოვაციური პროგრამებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, მათ კარგად შეისწავლეს დასაქმების ბაზარი და აღმოჩნდა, რომ მენეჯერი ტექნოლოგიური უნარების გარეშე ვერ ახერხებდა, საქმის მაღალ დონეზე მართვას. სწორედ ამიტომ მათ შექმნეს ფაკულტეტი, სადაც მენეჯმენტი და ტექნიკური საგნები ერთმანეთთან კავშირში ისწავლება და სტუდენტებს სწორედ იმ სახის ცოდნას აძლევს, რომელიც მათ მომავალში მაღალი რგოლის წარმატებულ მენეჯერებად და მმართველებად აქცევს.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ პროგრამას ანალოგი არ გააჩნია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია: სტუდენტს გამოუმუშავოს კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში, გადასცეს უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებს, დაგეგმოს და განახორციელოს ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეუწყოს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც მას კონკურენტუნარიანი კომპანიის შექმნაში დაეხმარება.

„ჩვენ ძირითადი და მეორადი პროგრამები ისე გადავანაწილეთ, რომ საბოლოოდ ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ განათლება, რომელიც მათ წარმატებულ კარიერას უზრუნველყოფს. ჩვენთან სასწავლო პროგრამები მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისებას, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზო უნარ - ჩვევების განვითარებას და მის ადაპტირებას ლოკალურ და საერთაშორისო ბაზრებზე, სტუდენტისთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს გარემოსთან სწრაფ ადაპტირებასა და დასაქმებაში. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფილია ისე, რომ ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში შეისწავლის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში ისწავლის ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად ფუნქციონალურ საკითხებს. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი მაღალკვალიფიცური მენეჯერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სპეციალისტების ჩამოყალიბება,“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

მისივე განმარტებით, სწავლების ასეთმა ფორმატმა დადებითი შედეგი უკვე გამოიღო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების პირველ და მეორე კურსელებმა უკვე შექმნეს არაერთი სტარტაპი, რომელსაც მენეჯმენტსაც თავად უწევენ და ტექნოლოგიურ მხარესაც თვითონ უზრუნველყოფენ.

გარდა იმისა, რომ ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა სრულად ადაპტირებულია დასაქმების თანამედროვე მოთხოვნებთან, ის ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. სტუდენტებს მაღალი დონის სამ უნივერსიტეტს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.

ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი

სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ბოლო სასწავლო წელი ისწავლონ პორტუგალიაში, სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ მოწინავე სასწავლებელში - Polytechnic Institute of Braganca-ში. ორმხრივი შეთანხმება პორტუგალიაში ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა 1983 წელს და ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოწინავე ტექნიკური სასწავლებელია. 2018 წლის რეიტინგების მიხედვით, ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პორტუგალიული სასწავლებელი იყო SCImago სასწავლებლების რეიტინგში, ხოლო შანხაის გლობალურ რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებდა. მას აქვს 100-ზე მეტი სასწავლო პროგრამა, მათ შორის ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტში 8000 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც 30% საერთაშორისო სტუდენტია. გაცვლით პროგრამებში ყოველწლიურად 900 სტუდენტი იღებს მონაწილეობას.

ჩიჩესტერის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) დიპლომი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში, შეძლებენ ბოლო სასწავლო წელს ისწავლონ ეკონომიკის ევროპული სკოლის (ESE, 4 Mandeville Place, W1U 2BG London) ლონდონის კამპუსში, ბრიტანეთის მოწინავე სასწავლებლის, ჩიჩესტერის პროგრამით - University of Chichester (College Lane, Chichester, West Sussex, PO19 6PE, United Kingdom) და მიიღონ ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩიჩესტერის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი რეიტინგული უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობს. უნივერსიტეტს საფუძველი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. ჩიჩესტერის უნივერსიტეტი 14 სხვადასხვა სასწავლო დეპარტამენტს აერთიანებს, მათ შორის, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებს.

სტეფორდშირის უნივერსიტეტის დიპლომი

სტეფორდშირის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და ბრიტანეთში საბაკალავრო სწავლების ბოლო წლის გატარებას გულისხმობს.

სტეფორდშირის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია და მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორისაა. სტეფორდშირის უნივერსიტეტს საფუძველი ჯერ კიდევ 1971 წელს ჩაეყარა, თუმცა ამჟამინდელი ფორმით/სახელწოდებით ის 1992 წლიდან არსებობს, უნივერსიტეტში დანერგილია 29 სხვადასხვა სასწავლო პროგრამა მათ შორის ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით. სტეფორდშირის უნივერსიტეტში დაახლოებით 15 000 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია.

აბიტურიენტების რეგიტრაცია უკვე დაიწყო www.naec.ge-ზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კოდებია: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101; ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102; საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103

„გრინვოში“ - საქართველოში ავტოსამრეცხაოების ახალი ქსელი გამოჩნდა

ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის

აქვს თუ არა ექსპლუატაციის ვადა ავეჯს და რამდენ ხანში ერთხელ არის მისი შეცვლა რეკომენდებული?