ავტორი:

როგორია ხაშურში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "მიმდინარეობს სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებები"

როგორია ხაშურში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "მიმდინარეობს სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებები"

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციული სამსახურის უფროსი მაკა მიქაძე აცხადებს, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანება აქვს და შესაძლოა, ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს.

"ამ ეტაპისთვის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება, მიმდინარეობს ინტენსიური, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებები. სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიება ფართო ცნებაა და ძალიან ინტენსიური ჩარევა მიმდინარეობს. ამ ჩარევების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულია. პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აქვს", - აღნიშნავს მიქაძე.

ცნობისთვის, ხაშურში 24 წლის სალომე ჩიქოვანს სხეულის დაზიანებები ყოფილმა ქმარმა მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"ქალაქი მკვდარია, დაცარიელებულია მაღაზიები, პირბადეების მარაგი ამოიწურა" - რას ჰყვება ფლორენციაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება