ავტორი:

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია - რას წერს გენადი არველაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია - რას წერს გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მაღალჩინოსანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და დასძენს, რომ ჰქონდა შეხება მეგობართან, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. არველაძესთან ერთად იზოლაციაში არიან მისი ოჯახის წევრებიც:

"მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან.

ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი. მას შემდეგ, რაც ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებ.

ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონავირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიედ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას. ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე

"აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში, მეამაყება ჩვენი ქვეყანა" - სამშობლოში დაბრუნებული ანიტა რაჭველიშვილი თვითიზოლაციაშია