ავტორი:

"რთულდება სიტუაცია... გთხოვთ, პანიკას ნუ ავყვებით" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"რთულდება სიტუაცია... გთხოვთ, პანიკას ნუ ავყვებით" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) იტალიაში მცხოვრებ ქართველებს და სამრევლოს წევრებს მიმართავს დ სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

იტალია, სადაც ასიათასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ამიტომ არქიმანდრიტი ქართველებს წესების დაცვასა და სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს:

"ჩემო უძვირფასესო ადამიანებო, სამრევლოს წევრებო, ჩემო შვილებო, ძმებო და დებო, კეთილო მშობლებო!! გთხოვთ პანიკას ნუ ავყვებით, რადგან პანიკა სულიერად ანადგურებს ადამიანს და ღმერთს აშორებს! მაგრამ აუცილებელია სიფრთხილით და დიდი პასუხისმგებლობით მივუდგეთ შექმნილ ვითარებას!

იტალიაში რთულდება სიტუაცია, სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი, აქვე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა! ხუმრობის დრო აღარ არის და მშვიდად, ყოველგვარი შფოთვის გარეშე გავერთიანდეთ ყველანაირად და კონტაქტი ვიქონიოთ ერთმანეთთან!

მე თავად ყველა გამგზავრება გავაუქმე და მეუფის კურთხევით ვრჩები თქვენთან ერთად! გთხოვთ ვილოცოთ და ჩვენი ლოცვით შევეწიოთ ჩვენს სამშობლოს და განსაცდელში მყოფ იტალიას! უფალი მეფობს და მისი წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება" - წერს მამა იოანე რომის სამრევლოს "ფეისბუქის" გვერდზე.

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ზომები საზოგადოების დასაცავად იქნა შემოღებული.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 97 ადამიანით გაიზარდა და ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 463-ს შეადგენს.

"პულსი ამდიოდა 100-ზე, საუბრისას ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდა" - ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს

როცა ქართველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობილი ნახატების "გაცოცხლება" სთხოვა, ბავშვებმა ასე საოცრად შეასრულეს დავალება...

"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ