ავტორი:

2018 წელს მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ

2018 წელს მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ

2018 წლის ოქტომბერში, გორში მოკლული 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ. ახალშობილს ბარბარე დაარქვეს.

პატარა გოგონა გორში, "გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" დაიბადა. გოგონას მამის, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, ჩვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და ის თბილისში, ჯოენის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ყველა გვერდში გვიდგას... საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რაშიც დახმარება გაგვიწიეს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კერძოდ - მიშა მთვარელიძემ.

დედის და ახალშობილის მდგომარეობის მიმართ ყურადღებას იჩენს შიდა ქართლის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და "გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელობა, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდით" - ამბობენ ბერიაშვილები.

როგორც AMBEBI.GE-ს ექიმმა გივი მალიაშვილმა განუცხადა, ნათია ლალიაშვილს მშობიარობა ნაადრევად დაეწყო:

"წინასწარი დადეგმვის გარეშე, საჭირო გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება. ოპერაციამ სტაბილურად ჩაიარა, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. მუცლადყოფნის პერიოდშივე დიაგნოსტირებული იყო, რომ ახალშობილს გარკვეული ჩარევა დასჭირდებოდა, ამიტომ, მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა" - აღნიშნა ექიმმა.

8 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, მდინარე ლიახვის ნაპირთან იპოვეს. გარდაცვლილს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და წამების კვალი აღენიშნებოდა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს იაგო ნებიერიძე. ბრალდებული სასამართლომ 2019 წლის მაისში დამნაშავედ სცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება - რამდენ მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი ვიზიტი

ხვალიდან სპორტული დარბაზები იხსნება

შიდა ქართლში "ასტრაზენეკას" 2600 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს - როგორ გადანაწილდება ვაქცინა რაიონების მიხედვით