ავტორი:

კორონავირუსის გამო, უკრაინაში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის გამო, უკრაინაში კარანტინი გამოცხადდა

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და სასწავლო დაწესებულებები დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტარმა ვიქტორია სიუმარმა "ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

"დაწესდა კარანტინი, რომელიც ხვალიდან დაიწყება და 3 აპრილამდე გაგრძელდება“, - წერს სიუმარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

გავრცელებული ცნობებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები, იკრძალება შეკრებები, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ქვეყანა ასევე კეტავს 219 არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 170-ს.

ცნობისთვის, worldometer-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის სულ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა