ავტორი:

პარლამენტში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

პარლამენტში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

პარლამენტში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც კომიტეტის აპარატში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბექა ოდიშარიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მას არც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს.

მათივე ინფორმაციით, ოდიშარია გუშინ პარლამენტში იმყოფებოდა და საკანონმდებლო ორგანოში მისვლას დღეს, ბიუროს სხდომისთვისაც აპირებს.

ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ პარლამენტის პრესსამსახურშიც.

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

დაუდასტურდა თუ არა გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

"თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება" - კალაძე