ავტორი:

"არც ერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი კარანტინში არ იმყოფება" - არჩილ თალაკვაძე

"არც ერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი კარანტინში არ იმყოფება" - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ დროისათვის არც ერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი კარანტინის რეჟიმში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული ახალი კორონავირუსით ინფექცია.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას.

"მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ძირითადად ეს იქნება, თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული, ასევე სამედიცინო სამსახურებთან კონსულტაციისთვის, თუ იმ ადამიანებთან დაკავშირებული სცენარები, რომლებიც შესაძლოა, მოგზაურობდნენ მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებში.

ამ მომენტისთვის არც ერთი პარლამენტარი და არც ერთი პარლამენტის თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებმაც დროულად მოგვაწოდეს რეკომენდაციები და ასევე ყველა ჩვენს თანამშრომელს, ვინც დაიცვა ეს რეკომენდაციები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს