ავტორი:

"კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს... როგორ შეიძლება ამის პროტესტი, რომ მე გადამედება?" - ამირან გამყრელიძე

"კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს... როგორ შეიძლება ამის პროტესტი, რომ მე გადამედება?" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ვირუსის გავრცელების საფრხე მინიმუმამდეა.

"სადაც დღეს საკარანტინო ზონები გახლავთ და სივრცეები ქვეყანაში და ასეთი უკვე მრავლადაა და კიდევ მრავალი იქნება, ირგვლივ მყოფ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული პროტესტი, ვთხოვ ყველას, საქართველოს მოსახლეობას, ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება. არ შეიძლება ამის პროტესტი გვქონდეს.

იქ კარანტინში ვინც არიან, ჯანმრთელი ადამიანები არიან. როგორ შეიძლება ამის პროტესტი, რომ მე გადამედება? არავის არაფერი გადაედება. ეს ვირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება. თუ ჩევნ დავიცავთ წესებს და იმ მოთხოვნებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა",- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 25 შემთხვევა არის დადასტურებული.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"