ავტორი:

"საქართველოს ბანკი" ფიზიკურ პირებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

"საქართველოს ბანკი" ფიზიკურ პირებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

"საქართველოს ბანკი" ფიზიკურ პირებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს ბანკი" შექმნილი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, მდგომარეობიდან გამომდინარე ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ, რომ ყოველთვიური გადასახადი მაისის ჩათვლით გადაავადონ.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.

თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია როდის აღდგება გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება

სტიქია საჩხერეში - ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა (ფოტოები)

განიხილება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა? - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი