ავტორი:

"უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი" - ამირან გამყრელიძე

"უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი" - ამირან გამყრელიძე

"უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევა დაკავშირებულია კვლავ იტალიასთან.

"დღეს დილის მდგომარეობით გვაქვს კორონავირურის 30 ახალი შემთხვევა. ბოლო 5 შემთხვევა ისევ უკავშირდება იტალიასთან ისტორიას. მე არ ჩავურღმავდები პერსონალურ დეტალებს. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში - ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას. აქედან, 12 იტალიაში მოგზაურობას, 10 დადასტურებული შემთხვევას კონტაქტს და უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი" - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-54.

დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა "კოვიდ 19-ზე" პასუხი უაროფითი მიიღეს.

თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე

ესპანეთში კორონავირუსით ქართველი ქალი გარდაიცვალა

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს