ავტორი:

"პაციენტები მეტს კი არაფერს გვეკითხებიან, ის პირველი პაციენტი გაეწერა თუ არაო?" - თენგიზ ცერცვაძე

"პაციენტები მეტს კი არაფერს გვეკითხებიან, ის პირველი პაციენტი გაეწერა თუ არაო?" - თენგიზ ცერცვაძე

"პაციენტები მეტს კი არაფერს გვეკითხებიან, ის პირველი პაციენტი გაეწერა თუ არაო?" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მიკვირს, რომ ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ამ პირველი პაციენტის გამოჯანმრთელება-გაწერას იმიტომ, რომ ამას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გეტყვით, რომ ეს ბოლო 5 არ ვიცით ჯერ, როგორ არის, თორემ დანარჩენი 25 პაციენტი, ყველა გაეწერება, ყველა გამოჯანმრთელდება.

ალბათ სიმბოლურად არის მნიშვნელოვანი. თვითონ პაციენტებს როგორ აინტერესებთ, იცით?! მეტს კი არაფერს გვეკითხებიან, ის პირველი პაციენტი უარყოფითია და გაეწერა თუ არაო. როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს, რომ ყველას ჰგონია, რომ თუ პრეცენდეტი დაფიქსირდა გამოჯანმრთელების, ე.ი. ჩვენ ყველა გამოვჯანმრთელდებით.

იყოს ასე, კი, ბატონო. თუმცა ამას ასეთი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, ყველა გამოჯანმრთელდებიან ისინი, ზოგი ადრე, ზოგი - გვიან”, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-54.

დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა "კოვიდ 19-ზე" პასუხი უაროფითი მიიღეს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"