ავტორი:

თვითიზოლაციაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მკაცრდება

თვითიზოლაციაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მკაცრდება

თვითიზოლაციაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მკაცრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მონიტორინგს აწარმოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და საპატრულო პოლიცია.

"თვითიზოლაციაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მკაცრდება. იცით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ერთად, ამ მონიტორინგს აწარმოებს შსს-ს საპატრულო პოლიცია და ეს კონტროლი უფრო და უფრო გამკაცრდება.

გარდა იმისა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თვითშეგნება, რომ არ დაარღვიოს წესები, თუმცა მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება" - განაცხადა გამყრელიძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"