ავტორი:

"ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ" - პაატა იმნაძე

"ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ" - პაატა იმნაძე

ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, - ასე მიმართა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფენრეციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, თვითიზოლაციის წესები დაიცვან.

"ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ, მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს, თავიანთი ოჯახის წევრებს. თუ თვითიზოლაციაში არიან, დაიცვან წესები.

თქვენ იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს და თუ არ ვცდები, უკვე 10-ზე მეტი ადამიანია, რომელიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინში იმიტომ, რომ არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. აქედან გამომდინარე, ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები", - განაცხადა იმნაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"