ავტორი:

"მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფებს... თუ ასე გააგრძელებენ, დავასახელებ ყველას" - იმნაძე

"მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფებს... თუ ასე გააგრძელებენ, დავასახელებ ყველას" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ზოგიერთი დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაძე განმარტავს, თუ დამსაქმებლები მსგავს ქმედებებს განაგრძობენ, ის მათ დაასახელებს.

"მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გამოდი სამსახურშიო. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ ასე გააგრძელებენ თვითიოზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ", - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-54.

დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა "კოვიდ 19-ზე" პასუხი უაროფითი მიიღეს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"