ავტორი:

"არცერთ ბავშვს არ დავტოვებთ საკვების გარეშე" - სიახლე თბილისის ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებისათვის

"არცერთ ბავშვს არ დავტოვებთ საკვების გარეშე" - სიახლე თბილისის ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებისათვის

გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფუჭებადი პროდუქტი, რომლებიც მიმდინარე არადადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მშობლები შეძლებენ ეს პროდუქტები სახლში წაიღონ და მათი გამოყენებით მოუმზადონ სადილი ბავშვებს.

მისივე თქმით, პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან.

„სახელმწიფო და მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლიან ნაბიჯებს დგამს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის დამატებით რისკებისგან დაცვისთვის. ჩვენ უკანასკნელ დღეებში ვირუსის გავრცელების დაცვისთვის თბილისის მერიის სხვადასხვა მომსახურებებზე დავადგინეთ ახალი წესები და გარკვეული შეზღუდვები. დავადგინეთ ახალი წესები სოციალურ სასადილოებში მომსახურეობაზე და გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილი საკვები გავატანოთ სახლში და ასევე, ჩართულნი იქნებიან ამ ყველაფერში მოხალისეები და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან დიდია მომართვიანობა .

დღეს მსურს თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაგაცნოთ და ეს შეეხება ჩვენს პატარებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თქვენ იცით, რომ სასწავლო პროცესი ბაგა-ბაღებში არის შეწყვეტილი. ჩვენ ქალაქში ბაგა-ბაღებს აკისრია როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებად. აქედან გამომდინარე სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს. მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როცა შეიძლება ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლის და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები.

გადავწყვიტეთ, რომ ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის არა მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არადადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი რა თქმა უნდა, შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა ბავშვების მშობლებს. ეს შესაძლებელი იქნება ხუთაშაბათიდან, პროცესში რა თქმა უნდა, ასევე, ჩართული იქნება მოხალისეებიც. დაფასოებული პროდუქტების პაკეტების გაცემა მოხდება ორ კვირაში ერთხელ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად დაცული იქნება ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როცა ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას, რათა ჰქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე გატარებულია ის ღონისძიებები, რა ღონისძიებებიც საგანგებო მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნებმა მიიღეს.

„იცით, რომ შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და გატარებული იქნა კონკრეტული ღონისძიებები. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, სადაც შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ გატარებულია ის ღონისძიებები, რა გადაწყვეტილებებიც ჩვენ დღემდე მივიღეთ. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ამაში ჩართულია სხვადასხვა უწყებები, დარგის სპეციალისტები და ჩვენ ვითვალისწინებთ იმ საერთაშორისო რჩევებს, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 92-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამყრელიძის განცხადებით, როცა კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს - როდის დაიწყება ვაქცინაცია

აჭარის ეროვნული პარკები