ავტორი:

ირანში დღე-ღამეში 1 209 ადამიანი დაინფიცირდა და 113 გარდაიცვალა

ირანში დღე-ღამეში 1 209 ადამიანი დაინფიცირდა და 113 გარდაიცვალა

ირანში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 209 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 113 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

მისივე ცნობით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 938 ადამიანის შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 724 ადამიანი.

ირანში პირველი დაინფიცირების ფაქტი 19 თებერვალს, ყუმის პროვინციაში გამოვლინდა. დაავადებულთა შორის არიან ირანელი მაღალჩინოსნები - ვიცე-პრეზიდენტი და მინისტრები.

უკრაინის პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა

კანადაში, ერთ-ერთ სახლში, სროლების შედეგად, პოლიციამ 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვა

The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"