ავტორი:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაია ასათიანს კორონავირუსი აქვს... ის აბსოლუტურად ჯანმრთელია..." - რას წერს "პროფილის" ფეისბუქ-გვერდი

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაია ასათიანს კორონავირუსი აქვს... ის აბსოლუტურად ჯანმრთელია..." - რას წერს "პროფილის" ფეისბუქ-გვერდი

ტელეწამყვან მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირეით, "პროფილის" "ფეისბუქ-გვერდი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ყალბი ფეისბუქ აქაუნთების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაია ასათიანს კორონავირუსი აქვს. მაია თავს კარგად გრძნობს, აბსოლუტურად ჯანმრთელია და თქვენც იმავეს გისურვებთ!

მოგიწოდებთ ყველას, ისედაც დაძაბულ დროს ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას!", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების "სქრინს" მაია ასათიანი "ინსტაგრამის" პირად გვერდზეც აზიარებს.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მაია ასათიანი საქართველოდან გაემგზავრა. სამი წლის წინ, თებერვლის თვეში ტელეწამყვანის 18 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა და ყოველ წელიწადს, ეს პერიოდი ასათიანისთვის განსაკუთრებით მძიმეა. ამჯერად, ტელეწამყვანმა მარტო მოგზაურობა გადაწყვიტა და კუნძულ ბალიზე გაემგზავრა. როგორც ის ამბობდა, ამ მოგზაურობით ოცნება აისრულა და მისი საყვარელი წიგნის - ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერის "ჭამე, ილოცე, შეიყვარეს" მთავარი გმირის გზის გავლას აპირებს...

წიგნის სიუჟეტი, რომლის კინოვერსიაშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს, ასეთია: მთავარი გმირი - ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ძალიან აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ, კი კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

კუნძულ ბალიზე ჩასულმა მაია ასათიანმა გადაწყვიტა გულშემატკივრებისთვის "ინსტაგრამზე" გულახდილად მოეყოლა, თუ რა მიზანს ისახავდა მისი მოგზაურობა და რატომ გაემგზავრა მარტო (იხილეთ ვრცლად).

მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა... მამიკო, გილოცავ" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით

ჩოგბურთის კორტებისკენ მიმავალი 92 წლის ლანა ღოღობერიძე - "რა ენერგია, რა შემართება და ცხოვრების ხალისი"

"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?