ავტორი:

მარინა ეზუგბაია - ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არ გართულებულა

მარინა ეზუგბაია - ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არ გართულებულა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო ორი პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობა არ გართულებულა.

მისი თქმით, მათგან ერთ-ერთს დადასტურებული პნევმონია აქვს.

„ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა. პირველთან დადასტურებულია პნევმონია, პნევმონია მიმდინარეობს საშუალოზე მძიმე ცხელებით. კლინიკური მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გამოხატული, ის, რაც დამახასიათებელია ვირუსული პნევმონიისთვის. მეორე პაციენტთან ჯერჯერობით არ დადასტურებულა. დღეს ჩაუტარდება მას კომპიუტერული კვლევა და შეფასდება მისი საბოლოო მდგომარეობა. დანარჩენის მხრივ ცხელება გრძელდება, მაგრამ ობიექტური სტატუსი ჯერჯერობით სტაბილურია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"