ავტორი:

მარინა ეზუგბაია - ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი

მარინა ეზუგბაია - ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი.

მისი თქმით, დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო, მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს.

„ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი. დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო ან მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს, ან კონტაქტში მყოფი პაციენტები ჩვენი მოგზაურობის ისტორიაში მყოფ პაციენტებთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ასეთი მკვეთრი წყარო ცნობილი“, - განმარტა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს გამოჯანმრთელების გასაკონტროლებლად ტესტი ჩაუტარდა და თუ განმეორებითი ანალიზების შემთხვევაში, მათი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია ნომერ მესამე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის ჩაუტარებენ მას ტესტებს, ეზუგაბაიამ განმარტა:

„დღეს ჩატარდა მესამე პაციენტთან გამოჯანმრთელებისთვის ჩასატარებელი ტესტი და მასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 საათიანი ან ცოტა მეტი ინტერვალით გაკონტროლდება კიდევ. როცა ნომერ მეორე პაციენტზე ვსაუბრობთ, მასთან ჩატარებული ტესტირებით უბრალოდ გახანგრძლივდა ტესტირებისთვის საჭირო ვადები, ამის გამო მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება ვადის დასრულებისას. შედეგებს მაშინ მოგახსენებთ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნომერ მეორე და ნომერ მესამე პაციენტები კლინიკას დატოვებენ“.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"