ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია უახლესი ინფორმაციით

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია უახლესი ინფორმაციით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 4-ით გაიზარდა, შესაბამისად, საქართველოში ამ ეტაპზე 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.

4 ახალი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დადასტურდა. ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურში ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტი შეიყვანეს და ამჟამად მათ კლინიკაში 31 პაციენტი გადის მკურნალობას.

მისივე თქმით, ამ ორივე პირის ინფიცირების კონტაქტი დადგენილია და ისინი დაინფიცირდნენ ერთ-ერთი პაციენტისგან, რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ეზუგბაიამ დაავადებულების ასაკი და სქესი არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მათგან არცერთი არ არის არასრულწლოვანი.

"ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. ყოველთვის ვლაპარაკობ, რომ დასაწყისში თუ დაავადება არ დაიწყო მძიმედ, მაშინ გარკვეულწილად სტაბილური სიტუაცია გვაქვს ხოლმე. ასეთი სიტუაციაა ამ ორ ინფიცირებულთან. მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება, დაბალი ციფრებით, დაახლოებით 37-დან - 37,5-მდე და მინიმალურად გამოხატული კლინიკა.

თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.

38 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"