ავტორი:

როგორია ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "შეინიშნება ტემპერატურის მატება, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა"

როგორია ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "შეინიშნება ტემპერატურის მატება, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა"

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი მათგანი მკურნალობს. ეზუგბაიას თქმით, სად აგრძელებს მკურნალობას დანარჩენი ორი ინფიცირებული, მისთვის უცნობია.

მისივე თქმით, ორი ახალი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

"ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. ყოველთვის ვლაპარაკობ, რომ დასაწყისში თუ დაავადება არ დაიწყო მძიმედ, მაშინ გარკვეულწილად სტაბილური სიტუაცია გვაქვს ხოლმე. ასეთი სიტუაციაა ამ ორ ინფიცირებულთან.

მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება, დაბალი ციფრებით, დაახლოებით 37-დან - 37,5-მდე და მინიმალურად გამოხატული კლინიკა.

თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ორივე პირის ინფიცირების კონტაქტი დადგენილია და ისინი დაინფიცირდნენ, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი პაციენტისგან. ეზუგბაიამ დაავადებულების ასაკი და სქესი არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მათგან არცერთი არ არის არასრულწლოვანი.

4 ახალი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 გამოჯანმრთელდა, რომელიც ბინაზე, თვითიზოლაციაში იმყოფება.

მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები დროებით იხურება

"როცა ეს ყველაფერი დაიწყო, სხვა განზომილებაში მოვხვდი.. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა" - ინფექციურის ექიმის ემოცია "მადლიერების ტაშის" დროს

“ჩვენმა თანამშრომელმა გოგონამ ცუდათ იხუმრა” - პაატა ბურჭულაძის შვილი ცრუ SMS-ების გაგზავნის ფაქტზე