ავტორი:

ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის - პაატა იმნაძე მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს

ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის - პაატა იმნაძე მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით ბავშვები ისევ რჩებიან როგორც დაბალი რისკის მქონეები როგორც დაავადების მიმღებლობასთან, ასევე დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, ბავშვები შეიძლება იყვნენ გავრცელების წყარო ასაკოვანი ადამიანებისთვის.

„არავის უთქვამს, რომ კორონავირუსი ბავშვებს არ ეკარება. სტატისტიკაზე ლაპარაკი, როდესაც შემთხვევების რაოდენობა 40 არ არის ქვეყანაში, არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 ათას შემთხვევაზე, იქედან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა. ჯერჯერობით ბავშვები საბედნიეროდ, ისევ რჩებიან როგორც დაბალი რისკის მქონეები დაავადების მიმღებლობასთან და განსაკუთრებით დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგანაც მათ თვითონ მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ გავრცელების წყარო ბაბუების და ბებიებისთვის“, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მუნიციპალურ ტრანსპორტში საფრთხეს, ვინაიდან დღეიდან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, იმნაძე პასუხობს - „დარჩით სახლში“.

„ამაზე შემიძლია ერთი პასუხი გავცე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომელიც რამდენადაც ვიცი, სოციალურ ქსელებშიც ყოფილა ატაცებული - „დარჩით სახლში“, - განაცხადა იმნაძემ.

გურჯაანში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

"პოლიტიკაში მრევენ... თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები და ვიტყვი ყველაფერს" - პაატა იმნაძე

აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს