ავტორი:

"გაუმჯობესებულია ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც 15-16 დღეა საავადმყოფოში არიან" - ეზუგბაია

"გაუმჯობესებულია ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც 15-16 დღეა საავადმყოფოში არიან" - ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც 15-16 დღეა ინფექციურში იმყოფებიან, პერიოდულად უტარდება ტესტირება და მათი მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ტესტის პასუხები სუსტი დადებითია.

მისივე თქმით, გუშინ 21 პაციენტზე ჩატარდა ტესტი და მათგან დადებითი მხოლოდ 1 იყო.

"დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენთან - უარყოფითი პასუხია. პარალელურად, როგორც იცით, ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და გავიდა დაახლოებით 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება მათთან ტესტირება.

ჯერჯერობით, დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგის, რაც უკვე ნიშნავს, რომ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც გამეორება უნდა, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

"სამივე ახალი ინფიცირებულები ახალგაზრდაა, ერთ-ერთი ესპანეთში იმყოფებოდა..." - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა - საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ