ავტორი:

"სამივე ახალი ინფიცირებული ახალგაზრდაა, ერთ-ერთი ესპანეთში იმყოფებოდა..." - მარინა ეზუგბაია

"სამივე ახალი ინფიცირებული ახალგაზრდაა, ერთ-ერთი ესპანეთში იმყოფებოდა..." - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ესპანეთში იმყოფებოდა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი დაინფიცირების ისტორიის შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება შეფასდეს, როგორც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ეზუგბაიას ცნობით, სამივე ინფიცირებული ახალგაზრდა ასაკისაა.

"ჩვენს ცენტრში მყოფი ერთი პაციენტის შემთხვევა არის ესპანეთიდან, ეს პირი იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია და როგორც ყოველთვის, ამ კონტაქტების კვლევა გრძელდება. დანარჩენი ორი შემთხვევის შესახებ არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით. გუშინ გვიან ღამით დასრულდა ტესტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ამიტომ ჯერჯერობით ამ მონაცემებს არ ვფლობ. ახალი პირების ჯანმთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა, ალბათ, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის არის,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259 პირი. ინფორმაციისთვის, 44 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

"გაუმჯობესებულია ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც 15-16 დღეა საავადმყოფოში არიან" - ეზუგბაია

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა - საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა