ავტორი:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან ორს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუტასტურდა. ორივე პაციენტი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიითაა.

ინფიცირებულთაგან ერთი იუნკერია, იგი საქართველოში საფრანგეთიდან 16 მარტს დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ახალგაზრდა ქალს, 20 მარტს დაბრუნდა საფრანგეთიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ გორის ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, ამ ეტაპზე ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 57 პირია მოთავსებული.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი