ავტორი:

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.

"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა შეზღუდული იქნება მარკეტშიც.

"მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რაც მათ დაავალებს, რომ მარკეტში არ უნდა იყოს ათ კაცზე მეტი... უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ევროპაში. რაც შეეხება ტრანსპორტს, ტრანსპორტი სხვა განზომილებაა და აქ იქნება სპეციალური პირობები, რომ ადამიანების ტრანსპორტირება მოახდინონ" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"