ავტორი:

"დისტანციის დაცვა ქართულად..." - ფოტო "კარფურიდან" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

"დისტანციის დაცვა ქართულად..." - ფოტო "კარფურიდან" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასურსათო სუპერმარკეტებსა და ჰიპერმაკეტებში ხალხმრავლობა შეინიშნება. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში "კარფურში" გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა:

"დისტანციის დაცვა ქართულად. აქვე მთხოვეს თუ ფოტოს გავაზიარებდი დამემატებინა ჰეშთეგი #დარჩისახლში. მომსახურე პერსონალი უკვე ნერვიულობს როგორც ჩანს" - წერს ფოტოს ავტორი ბიძინა წერეთელი "ფეისბუქზე". ფოტო სავაჭრო ცენტრ "ისთ-პოინტში" მდებარე "კარფურშია" გადაღებული.

ანალოგიური მდგომარეობაა დედაქალაქში არსებულ სხვა სასურსათო მაღაზიებში. ინტერნეტმომხმარებელი დავით გოგინაშვილი ვარკეთილში მდებარე "ფრესკოში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, წარწერით:

"დღეს გამოცხადდა საგანგებო და არ დავიწყებ რეგულაციების ჩამოთვლას, რაც უკვე ცნობილია. ასევე, თუ რა და როგორ უნდა ეკეთებინათ სასურსათო მაღაზიებს მანამდეც და მითუმეტეს ახლა. ვდებ ფოტოებს. არის ჩემს მიერ გადაღებული დღეს ვარკეთილის ფრესკოში. შევედი, დავინახე რაც ხდებოდა და გამოვედი. ალბათ 200 ადამიანი მაინც იყო. რიგები, არანაირი დისტანცია, დაშორება ალბათ 2 სმ. იყო, არანაირი მაფრთხილებლები, არც კარს აკონტროლებდა ვინმე 10 კაცის შეშვებაზე და ა.შ. არადა იქვე გვერდზე უბნის მარკეტს გაკეთებული ქონდა დეზობარიერი, 10 კაცზე მეტს არ უშვებდნენ და რავიცი რესპექტ მათ.მანდ მთავარია ვასირ სოფრომმა მეტი ფული ჩაიდოს ალბათ. რის კორონა რაის მაღალფარდოვნული სიტყვები მათ ფეიჯზე... მეტის გადაღება ვერ მოვასწარი".

სასურსათო მაღაზიებში შექმნი სიტუაციას უკვე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აღნიშნა, რომ "ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია".

"ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში სურსათის მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი ჩვეულ რეჟიმში შემოდის.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, მათ შორის "10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებშიც".

"რაც შეეხება მარკეტებს, მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რაც მათ დაავალებს, რომ მარკეტში არ უნდა იყოს ათ კაცზე მეტი... უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ევროპაში" - აღნიშნა გახარიამ.

"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

გურჯაანში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

"პოლიტიკაში მრევენ... თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები და ვიტყვი ყველაფერს" - პაატა იმნაძე