ავტორი:

საფრანგეთში კორონავირუსით 3 ექიმი დაიღუპა

საფრანგეთში კორონავირუსით 3 ექიმი დაიღუპა

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში.გარდაცვლილი ექიმები საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იყვნენ.

კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად პირველი ექიმი გარდაიცვალა.

მთლიანობაში პარიზის რეგიონში 490 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. CNN-ის ინფორმაციით, მათი 32 პროცენტი არის ექიმი, ხოლო 15 პროცენტი ექთანი. ამასთან სამი მათგანი ინტენსიურ თერაპიას გადის.

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს

ესპანეთში თავშესაფრებში მიტოვებული და საწოლში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს - თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა