ავტორი:

"არ მომიახლოვდე... ვერ ხედავ, რანაირად შემომყურებს ეს პოლიციელი?" - დისტანცია კახურად და მარგალიტები რიგში მდგომი თელაველებისგან

"არ მომიახლოვდე... ვერ ხედავ, რანაირად შემომყურებს ეს პოლიციელი?" - დისტანცია კახურად და მარგალიტები რიგში მდგომი თელაველებისგან

რამდენიმე დღეა საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რის გამოც თავშეყრის ადგილებზე გარკვეული წესები მოქმედებს. მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, საზოგადოება სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, ასევე ბანკებში რიგ-რიგობით შედის, რადგან იქ 10 კაცზე მეტის ყოფნა აკრძალულია.

წესებს იცავენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. კახეთში იმ ობიექტებზე, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება, პოლიციაა მობილიზებული. სწორედ სამართალდამცველები არეგულირებენ რიგებს მოსახლეობას შორის.

ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად კახელები იუმორს არ კარგავენ. ბანკებთან, მაღაზიებთან და აფთიაქებთან "არასასურველი ლოდინის" დროს ისინი თავს გადაძახილებით იმხნევებენ.

AMBEBI.GE რამდენიმე ასეთი მარგალიტის შეემსწრე გახდა:

თელავი - საბანკო მომსახურეობის ობექტი რიგში მდგომი:

"არ მომიახლოვდე, ვერა ხედავ რანაირად შემომყურებს ეს პოლიციელი, თითქოს ჩეენი კონტროლიორი იყოს...."

"გაგიგონია, ამ პოლიციელების კითხულია ყველაფერი"

იუმორს ჩამორჩრნილი არც სიღნაღია. მუნიციპალიტეტის მერმა თავის პირად "ფეისბუქის" გვერდზე საგანგებოდ დაანონსა, რომ კორონავირუსის დამარცხება კახრთიდან იწყება და პოლიციას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობას ვუხდი დღეს შემხვედრ ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქ. წნორში ასე პასუხისმგებლობით იცავენ ,საგანგებო რეჟიმის დროს გამოცხადებულ ,ინსტრუქციებს! მადლობა ,,კორონა-2020 "- ის ჯგუფის წევრ პოლიციელებს, ასევე მადლობა ბანკის, მაღაზიების, აფთიაქის და ბაზრის თანამშრომლებს რომლებიც აკონტროლებენ და იცავენ წესრიგს! მადლობა ყველას თანადგომისთვის . კორონას დამარცხება სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან უნდა დაიწყოს!!!".

როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს

აპრილის თოვლი საგურამოში - სოციალურ ქსელში ულამაზესი ფოტოები ვრცელდება

"ოჯახის წევრს, იმიტომ რომ თვითონ ესიამოვნა და იყო სადღაც, ახლა დედა უკვდება რეანიმაციაში" - ლევან რატიანი