ავტორი:

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ით გაიზარდა - სენატმა 2 ტრლნ-იან სტიმულირების პაკეტს დაუჭირა მხარი

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ით გაიზარდა - სენატმა 2 ტრლნ-იან სტიმულირების პაკეტს დაუჭირა მხარი

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა და 68 572-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ით დაღუპულია 947 ადამიანი.

აშშ-ის სენატმა 2 ტრილიონიან სტიმულირების პაკეტს დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს მხარი 96-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

კანონპროეტი წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ქმედებას, რომლის მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა.

საბოლოო დამტკიცებამდე პაკეტს წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაუჭიროს მხარი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 469 000-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა.

Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია ჩინეთში - 81 285 ადამიანი, შემდეგ იტალიაში - 74 386, აშშ-ში - 66 048, ესპანეთში - 49 515 და გერმანიაში - 37 323 ადამიანი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 7 503 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 3 647 - ესპანეთს, 3 288 - ჩინეთს, 2 077 - ირანს, ხოლო 1 331 საფრანგეთს.

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 114 000-ს აჭარბებს, ყველაზე მეტი - 74 051 ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გავრცელებულა

მადრიდის "რეალის" სტადიონი, "სანტიაგო ბერნაბეუ" სამედიცინო ცენტრად გადაკეთდება

აშშ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - "ნიუ-იორკი მომავალი იტალიაა"