ავტორი:

"აღარ მაშინებს კორონა, რამე თუ შემემთხვა, ქართული მიწა დამეყრება" - ვენიდან დაბრუნებული ქართველის კომენტარი აეროპორტში

"აღარ მაშინებს კორონა, რამე თუ შემემთხვა, ქართული მიწა დამეყრება" - ვენიდან დაბრუნებული ქართველის კომენტარი აეროპორტში

კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" დღეს თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით ფრენა განახორციელა. ბორტზე 175 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები.

"აირზენას" ეკიპირებული თანამშრომლები

აღნიშნულ რეისზე ძირითადად იმყოფებოდნენ ის მგზავრები, რომლებსაც 22 მარტის თბილისი-ვენა-თბილისის გეგმიურ რეისზე ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა.

"აღარ მაშინებს კორონა, რამე თუ შემემთხვა, ქართული მიწა დამეყრება. მადლობას ვუხდი კომპანიას, მის დირექტორს, მთელ ეკიპაჟს, საელჩოს და ყველას, ვინც სამშობლოში დაგვაბრუნა" - აღნიშნა თბილისის აეროპორტში ერთ-ერთმა მგზავრმა.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული რეისების ფარგლებში უახლოეს მომავალში, კერძოდ 31 მარტს, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი შესრულდება, იმავე პრინციპით, ანუ გამოემგზავრებიან გაუქმებული გეგმიური რეისის მგზავრები.

შემდგომ განრიგის თანახმად შესრულდება რეისები: თბილისი- ვარშავა - თბილისი (3 აპრილი), თბილისი-ათენი-თბილისი (7 აპრილი), თბილისი-ლარნაკა-თბილისი (10 აპრილი).

აღნიშნულ ფრენებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ვებ-გვერდზე.

რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდებზე.

ქართული და პოლონური მხარის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“, რომელიც შეასრულებს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისს საქართველოში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასამგზავრებლად, 28 მარტს განახორციელებს ფრენას საქართველოს მიმართულებით. რეისზე ბილეთები ხელმისაწვდომია კომპანია „ლოტის“ გაყიდვების საიტზე. აღნიშნული რეისიც შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ასევე მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია „ჯეორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს კომპანიის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისს თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

გურჯაანში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

"პოლიტიკაში მრევენ... თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები და ვიტყვი ყველაფერს" - პაატა იმნაძე