ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა მძიმეა - "ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის"

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა მძიმეა - "ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ნაყოფი ცოცხალია და გულისცემა კარგად ისმის.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ტურძელაძე განმარტავს, ორსულის ინფიცირების 3 შემთხვევა ჰქონდა იტალიას და სამივე შემთხვევაში ბავშვი ჯანმრთელი იყო.

"დღეს შემოყვანილი იქნა ბოლნისიდან ორსული ქალბატონი, 25 წლის, 22 კვირის ორსულია, 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და ჩვენი მოქალაქეა, ბოლნისში მაცხოვრებელი. ჰქონდა ტემპერატურლი რეაქცია და აღებული სწრაფი ტესტით დადგინდა კორონადადებითი. ამჟამად ქალბატონის მდგომარეობა არ არის მძიმე, ტემპერატურა ამ წუთას არ აქვს, შემოსვლისას 37,1 ჰქონდა, ფილტვებში მოსმენით ქვედა წილებში შესუსტებულია სუნთქვა და საჭიროდ ჩაითვალა მიუხედავად იმისა, რომ ორსულია, კომპიუტერული კვლევის გაკეთება, ახლა ამ პროცესში არიან ზუსტად.

ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა კარგად ისმის. ისე, ასეთი სიტუაცია აღწერილია მგონი იტალიაში, სამი ორსული იყო, რომლებმაც იმშობიარეს, მაგრამ ნაყოფს კორონა არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან პირველი შემთხვევაა, ყველაფერს ვნახავთ. იმის იმედი გვაქვს, რაც ჩვენი ევროპელი მეგობრების გამოცდილებაა", - აცხადებს ტურძელაძე.

მისივე განმარტებით ორსულთან ენის ბარიერის გამო კომუნიკაცია უჭირთ. კლინიკის დირექტორის განცხადებითვე, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს აღნიშნული ქალი იცნობეს. ამასთან, ტურძელაძე არ გამორიცხავს, რომ ქალი კორონავირუსით აზერბაიჯანში დაინფიცირდა.

"მასთან კონტაქტი ცოტა გაძნელებულია, არც ქართული, არც რუსული არ იცის, აზერბაიჯანული ენის მცოდნის მოძიება მიმდინარეობს, რომ კარგად გავერკვეთ რაშია საქმე. მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონების სახელები იცის, ანუ ძალიან ნაცნობია მისთვის სახელები. ეს ბოლნისელია, ისინი მარნეულელები, მაგრამ ერთმანეთს იცნობენ. ვერ გავიგეთ კარგად, მაგრამ იცნობს სახელებით, ვგულისხმობ 62 წლის ქალის შემდეგ რომ ჩამოიყვანეს 4 ადამიანი იმათ. ჩვენ ასე ვფქირობთ, რომ ეს არის მარნეულის კლასტერი", - აცხადებს ტურძელაძე.

აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს გაანთავისუფლოს დასაქმებული პანდემიის გამო? - ინტერვიუ „სამართლის ჯგუფის“ ადვოკატთან

მაღაროებს საგანგებო მდგომარეობა არ შეხებიათ - "ერთი ადამიანი აბანინებს ხელებს მუშებს... გვითხრეს, რომ მრავალჯერად შავ პირბადეებს მოგვიტანენ"

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ლაშა შინდაგორიძე