ავტორი:

"მესამე შვილი შემეძინა, თუმცა ჯერ არ მინახავს..." - რას ჰყვება პოლიციელი ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილიდან

"მესამე შვილი შემეძინა, თუმცა ჯერ არ მინახავს..." - რას ჰყვება პოლიციელი ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილიდან

მარნეულსა და ბოლნისში რამდენიმე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და გახსნილია საკონტროლო გამშვები საგუშაგო. შინაგან საქმეთა და თავდაცვისის სამინისტროების მიერ ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ცხელ წერტილში მუშაობს, გარდაბნის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიგა ბზიშვილია. მან საკარანტინო ზონაში შეიტყო, რომ 22 მარტს მესამე შვილი შეეძინა, თუმცა დაძაბული სამუშაოდან გამომდინარე, პატარა გოგონას ნახვა ამ დრომდე ვერ მოახერხა. როგორია ვითარება ადგილზე და რა შეიცვლა პოლიციელების სამსახურეობრივ დღის წესრიგში საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ამის შესახებ AMBEBI.GE გიგა ბზიშვილს ესაუბრა:

- მას შემდეგ რაც მარნეული კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, ყველა დეპარტამენტიდან აქ გადმოვედით. თითქმის სულ აქ ვართ. ვცდილობთ, ვაკონტროლოთ ყველაფერი და ყველა წესის დაცვა ვუზრუნველვყოთ. აქ ბევრი შემოვლითი გზაა, გზები გადის საძოვარ მინდვრებზე. ჩვენ გვაქვს დრონები, რომელთა მეშვეობითაც სრული პერიმეტრის კონტროლს ვახერხებთ.

- ხშირად გაქვთ კანონდარღვევის ფაქტები?

- საერთოდ, რთულია ადამიანს აღუკვეთო გადაადგილება. მოსთხოვო, რომ არ წავიდეს სხვა ქალაქში - საკუთარ ნათესავებთან, მეგობრებთან. ამის გაგება ცოტა რთულია, თუმცა ხალხი ნელ-ნელა იაზრებს, რომ ეს აკრძალვები ისევ მათ უსაფრთხოებას ემსახურება. პირადად მე, სადაც მომიწია პატრულირება, ჯარიმა ჯერ არ გამომიწერია, თუმცა სამინისტროს მხრიდან გავრცელდა კიდეც ინფორმაცია დაჯარიმების შემთხვევების შესახებ.

- რომელი სექტორები მუშაობს ახლა მარნეულში? დისტრიბუცია ჩვეულებრივ ხორციელდება ხომ?

- აქ ყველაფერი დაკეტილია, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვველოვანი ობიექტებისა. მუშაობს პურის ქარხნები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები... ყველგან ვაკონტროლებთ სიტუაციას. მაღაზიებში ჩვენი ჯგუფები უზრუნველყოფენ იმას, რომ ბევრი ადამიანი არ შევიდეს შიგნით და საკუთარ რიგს გარეთ დაელოდონ.

რაც შეეხება დისტრიბუციას, ეს ჩვეულებრივად ხორციელდება. არანაირი შეფერხება არ აქვთ. ჩვენ გვაქვს სპეციალური სიები, რომლებიც მოგვაწოდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. გადმოგზავნილია მანქანისა და მძღოლის ნომრები. შემოდიან, ამრაგებენ მაღაზიებს და მიდიან ისევ უკან. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ხალხთან. უკეთიათ პირბადეები, ხელთათმანები, სათვალეები და იცავენ ყველა წესს.

- და ბოლოს, როგორც ვიცი, ამ დღეებში შვილი შეგეძინათ. ალბათ ძნელია ასეთ სამუშაო რეჟიმში ამ სიხარულის სრულყოფილად აღქმა...

- კი, ორი ბიჭი მყავს და მესამე შემეძინა. დღეს გამოწერენ მეუღლესა და ბავშვს. ძნელია, რა თქმა უნდა. ჯერ არც მინახავს, ერთი სული მაქვს, ჩემი გოგონა ვნახო. მხოლოდ ვირტუალურად ვკონტაქტობ მათთან. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი გადაივლის და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრებენ ბავშვები.

AMBEBI.GE გიორგის მეუღლეს ნატო უერთაშვილსაც ესაუბრა:

- მარია ქვეყნიერებას საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში მოევლინა. ჯერჯერობით არ გვქონია საშუალება, შევხვედროდით მამიკოს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ის თავის მოვალეობას ასრულებს 24-საათიან რეჟიმში, ამ ყველაფერს ჩვენ გაგებით ვეკიდებით. ერთი სული გვაქვს, როდის შედგება ჩენი პირველი შეხვედრა. ვიცით, რომ მამიკო თავის კოლეგებთან ერთად ამ დღეების განმავლობაში არამარტო ჩვენი, არამედ ყველას ჯანმრთელობის სადარადჯოზე დგას, გვინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვოთ.

"მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ კორონავირუსმა თბილ სეზონზე უკან უნდა დაიხიოს" - ამირან გამყრელიძე

"ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400 მდე შემთხვევა" - ამირან გამყრელიძე

"რაც პანდემია დაიწყო, თენგიზი სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა" - რას ყვება ცნობილი ინფექციონისტის მეუღლე ოჯახზე