ავტორი:

დღის ფოტო - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს წიგნების "ეპიდემიაა"

დღის ფოტო - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს წიგნების "ეპიდემიაა"

სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელიც ვაკის "ბიბლუსის" შესასვლელთან არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილია საქართველოში წიგნის მაღაზიის უდიდესი ქსელი, სახლში დარჩენილი ადამიანები, ყოველდღიურად იწერენ წიგნებს და "გლოვოს" კურიერების საშუალებით "ბიბლუსს" მათთან სასურველი ლიტერატურა სახლში მიაქვს.

"ბიბლუსის" კომერციული დირექტორი თიკო ფეიქრიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მაღაზიათა ქსელი დაიკეტა, მკითხველისგან წიგნების მიმართ ინტერესი არ შენელებულა და ისინი ონლაინ შესყიდვაზე გადავიდნენ.

"მთავრობის რეკომენდაციის შემდეგ "ბიბლუსის" მენეჯმენტმა მიიღო გადაწყბეტილება, თანამშრომლებისა და მოსახლეობის დასაცავად დაგვეკეტა ყველა ფილიალი. ამის შემდეგ ჩვენი ვებგვერდის დახმარებით გადავედით ონლაინგაყიდვებზე. ჩვენი მკითხველები სისტემატიურად გვწერდნენ, რომ წიგნების მიწოდება არ შეგვეფერხებინა და ეს იყო კომპანიის მთავარი მოტივიც.

მიგვაჩნია, რომ თუნდაც ასეთ სიტუაციაში ადამიანებს არ უნდა მოვაკლოთ წიგნები და სახლში ყოფნა უფრო საინტერესო და სასარგებლო უნდა გავხადოთ. ახლა განსაკუთრებით ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ვიკითხოთ. აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდი გადაერთო ონლაინგაყიდვებზე.

საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა გამოწერებზე, "ბიბლუსელები" ძალისხმევას არ იშურებენ, რომ წიგნები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიგზავნოს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აქტიურად ვთანამშრომლობთ "გლოვოსთან", დიდი რიგია ხოლმე ჩვენს ერთ-ერთ ფილიალთან წიგნების გაცემაზე. გვიხარია, რომ ასეთი მოთხოვნაა წიგნებზე, გვიხარია რომ ასეთ რთულ სიტუაციაშიც ხალხი წიგნებს კითხულობს, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა".

როგორ ეხმარება პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილებს (ვიდეო)

წვიმა, მაღალმთაში ძლიერი თოვლი და ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი... ბოლოს როდის ვარ ნამყოფი სააღდგომო ლიტურგიაზე, არ მახსოვს"