ავტორი:

"პოლიტიკაში მრევენ... თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები და ვიტყვი ყველაფერს" - პაატა იმნაძე

"პოლიტიკაში მრევენ... თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები და ვიტყვი ყველაფერს" - პაატა იმნაძე

"პოლიტიკაში მრევენ და არ მინდა, თავი დამანებოს ყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

"თავი დამანებონ! იმდენი რამე ვიცი და იმდენ ვიღაცაზე, ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში?! ხომ იციან მათაც, რომ ბევრი რამე ვიცი?!. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები... ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება" - აღნიშნა იმნაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საუბრისას.

წამყვანის კითხვაზე, ის პოლიტიკოსებზე ბრაზობს თუ არა, იმნაძე პასუხობს: "იციან კარგად, ვიზეც ვილაპარაკე".

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

2019 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა - როგორია შობადობის უახლესი მონაცემები

11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით