ავტორი:

11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით

11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ინფექციურშია მოთავსებული. ეზუგბაიას განცხადებით, ამ სამის დაინფიცირების წყარო ცნობილია, რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო არ არის ცნობილი.

“დღეს დილას გვყავს 108 ინფიცირებული, გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან საერთო ჯამში 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომაროება არც ერთთან არ დასტურდება. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ქვეყანაში კი ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

„ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს,“- განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.

ამასთანავე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 31 პაციენტი გადის, აქედან 4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„4 მძიმე პაციენტია, თუმცა ამ 4 მძიმედან ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია, დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური მდგომარეობა, ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია, ვიდრე არ მიიღება თუნდაც ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

2019 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა - როგორია შობადობის უახლესი მონაცემები

21:00 საათიდან სასურსათო მაღაზიებიც დაიხურება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა