ავტორი:

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში - ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში - ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

ბელგიაში 12 წლის გოგონა COVID-19-ით გარდაიცვალა. ეს ევროპაში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. ბავშვი კორონავირუსს 30 მარტს ემსხვერპლა.

ბელგიის კორონავირუსთან ბრძოლის კრიზისცენტრის სპიკერის, ემანუელ ანდრეს თქმით, ეს ამბავი ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო.

"ეს ემოციურად ურთულესი მომენტია. ჩვენ ვფიქრობთ მის ოჯახზე და მეგობრებზე. ასეთი პატარა ასაკის ადამიანის გარდაცვალება კორონავირუსით, ძალიან იშვიათია“, - ამბობს ემანუელ ანდრე.

როგორც სააგენტო France-Presse წერს, გოგონას გარდაცვალებამდე სამი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ჯერჯერობით, მედიისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს რაიმე თანმდევი დაავადება.

აქამდე ევროპაში COVID-19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 14 წლის პორტუგალიელი ბიჭი იყო. გასულ კვირას კი, 16 წლის ფრანგი გოგონა გარდაიცვალა კორონავირუსით მიუხედავად იმისა, რომ მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.

ბოლო მონაცემებით, ბელგიაში ვირუსით 12 775 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 705 გარდაიცვალა, ხოლო 1 696 გამოჯანმრთელდა.

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

როგორ გაიმართება წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან